დავით მათიკაშვილი: საქართველო უკრაინას მხარში უდგას იმ რესურსით, რაც გააჩნია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, საქართველო უკრაინას მხარში უდგას იმ რესურსით, რაც გააჩნია.

“საქართველო ეხმარება უკრაინას და ეს დახმარება გამოიხატება როგორც პოლიტიკური, ასევე ჰუმანიტარული თვალსაზრისით. სამხედრო თვალსაზრისით კი, საქართველო არ დაუშვებს ქვეყნის ჩართვას საომარ კონფლიქტებში ან ისეთი მოცემულობის შექმნას, რომ საქართველო ნებსით თუ უნებლიეთ ჩათრეული იყოს სამხედრო კონფლიქტში. საქართველო უკრაინას მხარში უდგას იმ რესურსით, რაც გააჩნია. რაც შეეხება ფრენების აღდგენას ან არ აღდგენას, იმ ქვეყანასთან მიმართებით, რომლის პასუხისმგებლობის სპექტრიდან გასულია ამ სანქცირების დაწესების ან აღდგენის საკითხი, არც შეშფოთებაა რელევანტური და არც რაიმე სხვა მოსაზრების გამოთქმა. როცა ქვეყნის პასუხისმგებლობას გაცდენილია მესამე ქვეყნის მიერ გადაწყვეტილების რაიმე ფორმით მიღება, ღიმილის მომგვრელია საქართველოსთან მიმართებით რაიმე შეშფოთების ან პრეტენზიის გამოთქმა იქ, სადაც საქართველოს მონაწილეობა ნულზე დაბალია“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები