ცუცქირიძე: ზოგიერთი ქვეყნის ელჩის, არასამთავრობო ორგანიზაციების და ე.წ. ინტელექტუალების გასაგებად – წაიკითხეთ ჰუგო ჰუპერტი და მერე ვინმე ცრუ ინტელექტუალ ბერძენიშვილების პროპაგანდას შეადარეთ, მაგ ნაძირალას ერეკლე მოღალატედ რომ ჰყავს გამოყვანილი!

ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომლითაც ზოგიერთი ქვეყნის ელჩს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ე.წ. ინტელექტუალებს მიმართავს, რომლებიც ქვეყანაში მისი თქმით, დემოკრატიასა და ქართველების ისტორიულ არჩევანს იწუნებენ.

ცუცქირიძე მათ ურჩევს ავსტრიელი პოეტი ჰუგო ჰუპერტი წაიკითხონ და მერე ბერძენიშვილების პროპაგანდას შეადარონ, რომელმაც მეფე ერეკლე მოღალატედ გამოიყვანა.

„ზოგიერთი ქვეყნის ელჩის, არასამთავრობო ორგანიზაციების და ე.წ. ინტელექტუალების თუ ცრუ პროდასავლურების გასაგებად, აქ დემოკრატიას, რომ იწუნებენ და ქართველების ისტორიულ არჩევანსაც.

– ეს არის ხალხი, (იგულისხმება ქართული ეთნოსი) რომელთა უჯრედები ატარებს შუმერების, ურარტუელების, კოლხების, იბერების, ხალიბების, არიელების და სხვა, პირველი ცივილიზაციების და კულტურების შემოქმედთა გენეტიკას. ეს არის დიდი “კარდჰუს ერი”, რომელიც იმდენი ჭამეს გარშემომყოფმა მტრებმა, სანამ არ დააქვეითეს მისი ძლიერება. ისტორიის მანძილზე მოუწყვეს რამდენიმე ასეული გენოციდი და ეთნიკური წმენდა, ყოველი საუკუნე ეთნიკურ წმენდაში და ჰოლოკოსტში, სრულად ცეცხლში დაწვაში გამოატარეს… მაგრამ საოცარია, რომ ამან მხოლოდ გამოაწრთო ისინი, როგორც ცეცხლი აწრთობს ფოლადს. თვითგადარჩენა და ჭირში არნახული გაძლება ქართველების ეთნიკურ პროფესიად იქცა.

ქართველებს თავისი დედაქალაქი 29-ჯერ სრულად გადაუწვეს და ოცდაცხრაჯერვე სრულად და უფრო დიდი დიდებით აღდგა თბილისი! ქართველები, მათი დედაქალაქი თბილისი და ფრინველი ფენიქსი ერთი რამით ჰგვანან ერთმანეთს – დაბერებული და დამწვარი ფენიქსი საკუთარივე ფერფლიდან აღდგება და ახალ სიცოცხლეს იწყებს.

თბილისის და ქართველების ისტორია დაფერფვლის და ფერფლიდან აღდგომის ისტორიაა. მე ვუწოდებ ქართველებს “ფენიქსის ერს”.

წაიკითხეთ ჰუგო ჰუპერტი (1902-1982) ავსტრიელი პოეტი. მთარგმნელი, რუსთველოლოგი და მერე ვინმე ცრუ ინტელექტუალ ბერძენიშვილების პროპაგანდას შეადარეთ, მაგ ნაძირალას ერეკლე მოღალატედ რომ ჰყავს გამოყვანილი!

აქვე აღვნიშნავ, რომ ერეკლეს არჩევანი შეიძლება შეცდომა ყოფილიყო, მაგრამ ეს არჩევანი იმ პერიოდში გეოსტრატეგიულად საქართველოს მუსულმანური რკალიდან თავის დაღწევის მცდელობა იყო და არა ღალატი!“, – წერს გიორგი ცუცქირიძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები