ნიკოლოზ ჩხეტიანი: უპრეცედენტო ქველმოქმედების მორიგი აქტი – „ფონდმა ქართუმ“ მორიგი საჩუქარი გაუკეთა დედაქალაქს, „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორია გადასცა

ფონდი „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარის, ნიკოლოზ ჩხეტიანის განცხადებით, ფონდმა დედაქალაქს მორიგი საჩუქარი გაუკეთა და „ლაგუნა ვერეს“ ყოფილი ღია საცურაო აუზის ტერიტორია თბილისის მუნიციპალიტეტს გადასცა.

„ეს არის მორიგი უპრეცედენტო ქველმოქმედების აქტი. მოგეხსენებათ, აღნიშნული ტერიტორიის ღირებულება რამდენიმე ათეულ მილიონ ლარს წარმოადგენს. იქიდან გამომდინარე, რომ დიდი ინტერესი არსებობს თბილისის საზოგადოებაში ამ ტერიტორიასთან დაკავშირებით. ფონდმა ეს გადაწყვეტილება მიიღო, რომ უსასყიდლოდ გადაეცა ქალაქისთვის, რომელიც თავის მხრივ, აღნიშნული ტერიტორიის განვითარებასა და განაშენიანებას მოახდენს“, – განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიაზე „ქართუ ფონდი“ კორპუსების მშენებლობას გეგმავს, ჩხეტიანი განმარტავს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება.

„ფონდი ქართუ“ ფლობს საკმაოდ დიდ აქტივებს, რომელიც ფონდს ივანიშვილის ოჯახის მხრიდან გადმოეცა. ფონდი მართავს აღნიშნულ აქტივებს და იქიდან შემოსულ შემოსავალს ახმარს ისევ ფონდის საქველმოქმედო საქმიანობას. ამ ეტაპზე განხორციელდა განაშენიანების რეგულაციის გეგმის დამტკიცება და შეთანხმება. ის ვიზუალი, რაც გაჟღერდა საჯაროდ, არის ე.წ. გეერგეს ვიზუალიზაციები და რენდერები. ფონდი ამ ეტაპზე თავად არ გეგმავს ამ ტერიტორიის განვითარებას. ჩვენ სავარაუდოდ, მოვახდენთ ტერიტორიის რეალიზაციას და შემოსული შემოსავალს მოვახმართ ჩვენ საქველმოქმედო პროექტებს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები