“დასავლეთს სურს რუსეთი 1991 წლის საზღვრებში დააბრუნოს” – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენლები უკრაინას რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყების საშუალებას არ აძლევენ, რადგან თვლიან, რომ პირველ რიგში, აუცილებელია, რუსეთის 1991 წლის საზღვრებში დაბრუნება.

ამის შესახებ მან სამხრეთ აფრიკელ კოლეგასთან, ნადელი პანდორთან მოლაპარაკების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„არც ერთი ჟურნალისტი არ ეკითხება ჩვენს დასავლელ კოლეგებს, რომლებიც რეგულარულად, ან ამერიკის ადმინისტრაციის ან ბატონი ბორელის, ან ევროკავშირის, ან სტოლტენბერგის პირით ამბობენ, რომ მოლაპარაკებების დაწყება ჯერ ადრეა. ამ სიტუაციაში უფრო მეტი უნდა მოიგონ და მოლაპარაკებები დაიწყონ ძალის პოზიციიდან. ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ აუცილებელია რუსეთის დაბრუნება 1991 წლის საზღვრებში“, – თქვა მან.

ლავროვის თქმით, მოსკოვი უარს არ ამბობს კიევთან მოლაპარაკებებზე, მაგრამ, რაც უფრო დიდხანს იდგება დასავლეთი საკუთარ პოზიციაზე, მით უფრო რთული იქნება კონფლიქტის მოგვარება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები