დავით მათიკაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ დესტრუქციაში ჩაიხარშება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი “ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.
მისი თქმით, ის ჭაობი, რომელშიც აღნიშნული ოპოზიციური პარტია იმყოფება, “ნაციონალურ მოძრაობას” საბოლოო პოლიტიკურ დასასრულამდე მიიყვანს.
„ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ დესტრუქციაში ჩაიხარშება. ის ლაბირინთები და ის ჭაობი, რომელშიც ეს პარტია დგას, ამ პოლიტიკურ, დესტრუქციულ ძალას საბოლოოდ პოლიტიკურ დასასრულამდე აუცილებლად მიიყვანს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.