დავით მათიკაშვილი: მოსაზრება, რომ რუსეთის ეკონომიკა საქართველოსთან არსებული ტვირთბრუნვის ხარჯზე სულდგმულობს, სასაცილოა
მმართველი გუნდის წევრის დავით მათიკაშვილის განცხადებით, მოსაზრება, რომ რუსეთის ეკონომიკა საქართველოსთან არსებული ტვირთბრუნვის ხარჯზე სულდგმულობს, სასაცილოა.
„ის მოსაზრება, რომ რუსეთის ეკონომიკა საქართველოსთან არსებული ტვირთბრუნვის ხარჯზე სულდგმულობს, სასაცილოა. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ წერტილი დაუსვა ყველა სპეკულაციას, მან საფუძვლიანი და არგუმენტირებული პასუხი გასცა იმ ტყუილებს, რომლითაც კიდევ ერთხელ ჩვენს ქვეყანაზე თავდასხმას ცდილობენ და აშკარაა შეუიარაღებელი თვალითაც, რომ ის ტვირთბრუნვა, რომელიც ჩვენ რუსეთთან გაგვაჩნია, არის შემცირებული და ეს ყველაფერი ხდება იმ მოცემულობაში, როდესაც მეზობელ, სხვა ქვეყნებთან საქართველოს გაზრდილი აქვს ექსპორტი“,- განაცხადა მათიკაშვილმა.