“ვიდრე ჩვენს ქვეყანას რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების შენარჩუნების გამო კიცხავენ, ევროკავშირის ქვეყნები რუსეთს იმპორტირებულ საქონელში ყოველდღიურად (!) ასეულობით მილიონ ევროს უხდიან”,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.
“ამასთან, 2022 წლის თებერვალ-აგვისტოში, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გერმანიაში რუსეთიდან იმპორტი გაიზარდა 33 პროცენტით, პოლონეთში – 24 პროცენტით, იტალიაში – 100 პროცენტით, საფრანგეთში – 84 პროცენტით, ნიდერლანდებში – 51 პროცენტით, ბელგიაში – 78 პროცენტით, უნგრეთში – 132 პროცენტით, საბერძნეთში – 142 პროცენტით, ესპანეთში – 51 პროცენტით, ავსტრიაში – 139 პროცენტით, სლოვაკეთში – 71 პროცენტით, ბულგარეთში – 116 პროცენტით, რუმინეთში – 55 პროცენტით, ჩეხეთში – 31 პროცენტით, სლოვენიაში – 346 პროცენტით, ხორვატიაში – 68 პროცენტით, კვიპროსში – 138 პროცენტით, ხოლო ლუქსემბურგში – 262 პროცენტით”,- წერს კობახიძე.