ზელენსკი: დღევანდელი „რამშტაინი“ ჩვენს გამძლეობას გააძლიერებს – პარტნიორები მხარს დაუჭერენ უკრაინას

მთლიანობაში შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დღევანდელი „რამშტაინი“ ჩვენს გამძლეობას გააძლიერებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პარტნიორები პრინციპულები არიან თავიანთ დამოკიდებულებაში და მხარს დაუჭერენ უკრაინას.

„რამშტაინის“ ფორმატში ყოველთვის არ შეიძლება საჯაროდ გამოაცხადო, რაზე არის საუბარი. ეს არის დახურული დისკუსია – და ასეც უნდა იყოს. მთლიანობაში შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დღევანდელი „რამშტაინი“ ჩვენს გამძლეობას გააძლიერებს. პარტნიორები პრინციპულები არიან თავიანთ დამოკიდებულებაში – ისინი მხარს დაუჭერენ უკრაინას რამდენიც საჭიროს ჩვენი გამარჯვებისთვის. დიახ, თანამედროვე ტანკების მიწოდებაზე ბრძოლა მაინც მოგიწევს, მაგრამ დღითი დღე უფრო და უფრო აშკარა ხდება, რომ გადაწყვეტილება ტანკებთან დაკავშირებით უნდა მიიღონ. მადლობას ვუხდი ყველა პარტნიორს, ვინც მკაფიოდ დაუჭირა მხარი უკრაინის პოზიციას დისკუსიებში. დიდება უკრაინას!“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები