„აფხაზურ-ქართული და ოსურ-ქართული ურთიერთობები წარსულსა და თანამედროვეობაში“ – მასწავლებელთა დამხმარე სახელმძღვანელოს განხილვა გაიმართება
24 იანვარს, 14:00 საათზე, თსუს I კორპუსში, 214-ე აუდიტორიაში, მასწავლებელთა დამხმარე სახელმძღვანელოს: „აფხაზურ-ქართული და ოსურ-ქართული ურთიერთობები წარსულსა და თანამედროვეობაში“ განხილვა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, წიგნი გამოსცა „კავკასიურმა სახლმა“, ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ორგანიზებით.