„გთხოვთ, რომ დაგვეხმაროთ“ – საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის დროს დაჭრილ ერთ-ერთ პირს სისხლის გადასხმა ესაჭიროება

საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის დროს დაჭრილ ერთ-ერთ პირს სისხლის გადასხმა ესაჭიროება. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში „დედების ფონდი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაშავებული მეორე ჯგუფის დადებით სისხლს საჭიროებს.

„ვწუხვართ საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამო. გიორგი წუხანდელი დაჭრილებიდან ერთ-ერთია. მისი მდგომარეობა სამწუხაროდ რთულია…

„ამ წუთას რეანიმაციაშია. მეორე ჯგუფის დადებითი სისხლი გვესაჭიროება და ვისაც ექნება სურვილი და საშუალება ექნება, გთხოვთ, რომ დაგვეხმაროთ“.

სისხლის ჩაბარებას შეძლებთ სისხლის ნებისმიერ ბანკში. სასწრაფოდ თბილისში ვინც ხართ მე-2 დადებითი.

მის: ავლიპ ზურაბაშვილის#1 577 22 14 13“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, წუხელ გვიან ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა. არსებული ცნობით, თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ის სპეცრაზმს ბინაში უკვე გარდაცვლილი დახვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები