გენერალი მილი: უკრაინაში რუსეთის ომი, სავარაუდოდ, მოლაპარაკებით დასრულდება და არა ბრძოლის ველზე

U.S. Chairman of the Joint Chiefs of Staff Gen. Mark A. Milley and U.S. Secretary of Defense Lloyd Austin attend a news conference, following their meeting in which they discuss how to help Ukraine defend itself, at Ramstein Air Base, Germany, January 20, 2023. REUTERS/Wolfgang Rattay

აშშ-ის მეთაურთა გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარე, გენერალი მარკ მილი აცხადებს, რომ 2023 წელს უკრაინიდან რუსული ძალების განდევნა რთული იქნება.

მისი თქმით, უკრაინაში რუსეთის ომი, სავარაუდოდ, მოლაპარაკებით დასრულდება და არა ბრძოლის ველზე.

„სამხედრო თვალსაზრისით, მაინც მჯერა, რომ წელს რთული იქნება რუსული ჯარების განდევნა უკრაინის ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს არ მოხდება, მოხდება მაგრამ რთული იქნება“, – განაცხადა ამერიკელმა გენერალმა.

მარკ მილი მიიჩნევს, რომ უკრაინა შეძლებს როგორც თავდაცვის გაგრძელებას, ასევე, ფრონტზე სიტუაციის სტაბილიზაციას.

„ვფიქრობ, ყველაფერი აღჭურვილობის მიწოდებაზე და წვრთნაზეა დამოკიდებული. უკრაინელები შეძლებენ მნიშვნელოვანი შეტევითი ოპერაციის განხორციელებას“, – აღნიშნა მილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები