იენს სტოლტენბერგი: სამხედრო დახმარების ახალი პაკეტები უკრაინას კონტრშეტევაზე გადასვლაში დაეხმარება

Press Conference by NATO Secretary General Jens Stoltenberg

იარაღის ახალი მიწოდება უკრაინას შეტევაზე გადასვლის საშუალებას მისცემს, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის (ე.წ. რამშტეინ-8) შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„მივესალმები რამშტეინში გამოცხადებულ საბრძოლო შესაძლებლობების მნიშვნელოვან ახალ პაკეტს უკრაინის თავდაცვისთვის. რუსეთი ემზადება ახალი შეტევებისთვის, ამიტომ სასწრაფოდ საჭიროა მხარდაჭერის გაზრდა, რათა უკრაინას გამარჯვების და ოკუპირებული ტერიტორიის დაბრუნების შესაძლებლობა მიეცეს“, – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

მისი თქმით, უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტები რუსეთის ახალი თავდასხმებისგან თავდაცვასა და კონტრშეტევაზე გადასვლაში დაეხმარება.

სტოლტენბერგი ასევე ელოდება, რომ გერმანული Leopard 2-ის ტანკების შესაძლო მიწოდების შესახებ დისკუსია შემდგომში განვითარდება.

„იმ ფაქტს, რომ ასობით ახალი ქვეითი საბრძოლო მანქანა, ჯავშანტექნიკა და საბრძოლო ტანკი მიეწოდება უკრაინას, ქვეყნისთვის დიდი მნიშვნელობა ექნება… ეს მხარდაჭერა უკრაინელებს საშუალებას მისცემს არა მხოლოდ დაიცვან თავი რუსეთის ახალი შეტევებისგან, არამედ, განახორციელონ საკუთარი შეტევა ტერიტორიების დასაბრუნებლად“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები