ლარი გამყარდა – 21 იანვრის ვალუტის კურსი
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6594 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6695 ლარი იყო.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8820 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8983 ლარს შეადგენდა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ, 21 იანვარს შევა.