დავით მათიკაშვილი: “ნაცმოძრაობის“ კავშირები და ურთიერთობები რუსეთთან ცალკე თემაა და ამაზე შეგვიძლია ძალიან ბევრი ვილაპარაკოთ

“ნაციონალური მოძრაობის“ კავშირები და ურთიერთობები რუსეთთან ცალკე თემაა და ამაზე შეგვიძლია ძალიან ბევრი ვილაპარაკოთ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს რომ რურუა მერაბიშვილს, მერაბიშვილი მელიას, მელია კი ხაბეიშვილს აგენტობას აბრალებს, ამაში ჭეშმარიტების მარცვალი ნამდვილად იქნება.

„გაიხსენეთ, ვინ ჩამოვიდა საქართველოში ე.წ. ვარდების რევოლუციის დროს და ვინ დაულაგა სააკაშვილს საქმეები. თუ არ ვცდები ეს ივანოვი იყო, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. იმ მომენტიდან დაწყებული სააკაშვილი საკუთარ გუნდთან ერთად საკმაოდ აქტიურად თანამშრომლობდა რუსებთან. “ნაციონალური მოძრაობის“ კავშირები და ურთიერთობები რუსეთთან ცალკე თემაა და ამაზე შეგვიძლია ძალიან ბევრი ვილაპარაკოთ. მარტო ის რად ღირს, რომ 2008 წლის ომის შემდგომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ხელი მოეწერა ისეთ დოკუმენტს, რომელმაც ფაქტობრივად, საკუთარ ქვეყანას და ჯარს ომის დაწყება, ცხინვალის დაბომბვა დააბრალა. ამ ყველაფერს ძალიან მალე მოჰყვა ძალიან მნიშვნელოვანი, საკვანძო ენერგოობიექტების რუსეთისთვის გადაცემა. დღეს რომ რურუა მერაბიშვილს, თავად მერაბიშვილი მელიას, მელია კი ხაბეიშვილს აგენტობას აბრალებენ, ამაში ჭეშმარიტების მარცვალი ნამდვილად იქნება და არის კიდეც. რა დოზით არიან ისინი ოკუპანტი ქვეყნის აგენტურასთან შეკრულები ეს ალბათ სხვა გამოძიების საგანია“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები