ქაშვეთში დღეს და ხვალ ბუბა კიკაბიძის სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება
სახალხო არტისტის, ბუბა კიკაბიძის სამოქალაქო პანაშვიდები დღეს და ხვალ ქაშვეთის ეკლესიაში გაიმართება.
ხუთშაბათს კი ბუბა კიკაბიძეს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზიდან გაასვენებენ და, ანდერძის მიხედვით, ვერის სასაფლაოზე, ოჯახის წევრების გვერდით დაკრძალავენ.
კინომსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი, საესტრადო მომღერალი ბუბა კიკაბიძე, 15 იანვარს, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.