ირაკლი ქადაგიშვილი: ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირებმაც აღნიშნეს, რომ არ იყო მთლად კორექტული, როცა საქართველოს მხოლოდ პერსპექტივა მიენიჭა და არა კანდიდატობა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირებმაც აღნიშნეს, რომ არ იყო მთლად კორექტული, როცა საქართველოს მხოლოდ პერსპექტივა მიენიჭა და არა კანდიდატობა.

„პოლიტიკური ინტერესები და აქცენტები შეიძლება წელიწადში რამდენჯერმე შეიცვალოს, მაგრამ უცვლელი და მყარი რჩება სწორედ ის რეფორმების გზა, ის საკანონმდებლო ბაზა, ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროში მოწყობა, რომელიც უნდა დაუახლოვდეს ევროკავშირს. აქ პოლიტიკური კონიუნქტურა არჩევნებიდან არჩევნებამდე შეიძლება ბევრჯერ შეიცვალოს, მაგრამ რას ეფუძნება ქვეყნის ცხოვრება, განვითარება, პერსპექტივა – ამის შეცვლა ასე ადვილად არ ხდება. ეს ყველაფერი მრავალწლიანი, მათ შორის საკანონმდებლო და რეფორმატორული საქმიანობის შედეგი არის. ამიტომაც ვამბობთ, რომ ეს ის ძალიან მყარი ბაზა, რომელიც გამოკვეთილად არის მიმართული ევროპული სტანდარტებისკენ. როგორც მოგეხსენებათ, პოლიტიკური მიზანშეწონილობები იცვლება და თვითონ ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირებმაც აღნიშნეს, რომ არ იყო მთლად კორექტული, რომ საქართველოს მხოლოდ პერსპექტივა მიენიჭა და არა კანდიდატობა და ისინი ელოდებიან საქართველოს შემდგომ ნაბიჯებს, რომ მან კიდევ ერთხელ დაადასტუროს საქართველოს მზაობა უკვე კანდიდატის სტატუსში“, – განაცხადა ქადაგიშვილმა “იმედის” ეთერში საუბრისას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები