“რუსეთის ახალი დარტყმების საწინააღმდეგო ეფექტურ ზომებს ვამუშავებთ” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უზენაესი მთავარსარდლის შტაბის შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთის სარაკეტო დარტყმების საწინააღმდეგო ყველაზე ეფექტური ზომების შემუშავება მიმდინარეობს.

ამის შესახებ მან ტელეგრამში დაწერა.

„განვიხილეთ ფრონტის ხაზზე მიმდინარე მოვლენები, ცალკე გავაანალიზეთ სიტუაცია დონეცკის რეგიონში და სამხრეთში. მოვისმინეთ ინფორმაცია აგრესორის შესაძლო, ქმედებების შესახებ უახლოეს მომავალში. არ ვუშვებთ მხედველობიდან იმას, რომ მტერი ახალ სარაკეტო დარტყმებს მოამზადებს, ამიტომ ვამუშავებთ დარტყმების საწინააღმდეგო ყველაზე ეფექტურ ზემბს ვამუშავებთ“, – დაწერა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები