ნიკოლოზ სამხარაძე: ეს არის მორიგი პიარსვლა – მაგნიტსკის და სააკაშვილს არაფერი აქვთ საერთო ერთმანეთთან

“მაგნიტსკის და სააკაშვილს არაფერი აქვთ საერთო ერთმანეთთან, მაგნიტსკი იყო რუსი ადვოკატი, რომელსაც რუსულ ციხეში წამებით ამოხადეს სული. შეადარეთ ახლა ეს მდგომარეობა სააკაშვილის მდგომარეობას, რომელიც უკვე ცხრა თვეა, ლუქს პალატაში მკურნალობს”, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ “მაგნიტსკის სიასთან” დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ სიას პერსპექტივა არ აქვს.

„ეს არის მორიგი პიარსვლა, რადგან როგორც მაგნიტსკის და სააკაშვილს არაფერი აქვთ საერთო ერთმანეთთან, ასევე ამ სიებს არაფერი აქვთ საერთო ერთმანეთთან. მაგნიტსკი იყო რუსი ადვოკატი, რომელსაც რუსულ ციხეში წამებით ამოხადეს სული. შეადარეთ ახლა ეს მდგომარეობა და სააკაშვილის მდგომარეობა, რომელიც უკვე ცხრა თვეა, ლუქს პალატაში მკურნალობს. არანაირი შედარება მათ შორის არ შეიძლება, შესაბამისად, ამ სიას არანაირი პერსპექტივა არ აქვს. ეს უბრალოდ პოლიტიკური თამაშია წინასაარჩევნოდ, ვგულისხმობ მათ შიდაპარტიულ არჩევნებს, რომ საკუთარი ამომრჩევლის გული მოიგონ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები