გერმანიის თავდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, კრისტინა ლამბრეხტმა კანცლერ ოლაფ შოლცს თანამდებობიდან მისი გათავისუფლების თხოვნით მიმართა.

ამის შესახებ სააგენტო DPA ლამბრეხტის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

მინისტრი ამბობს, რომ მედიის ყურადღებამ მისი პიროვნების და ბოლო თვეების განმავლობაში ქმედებების მიმართ, უკანა პლანზე გადაწია დისკუსიები ბუნდესვერის საჭიროებების და ჯარის განვითარების შესახებ.

”ამასთან დაკავშირებით, თანამდებობის დატოვება გადავწყვიტე”,- თქვა მან.

ბოლო თვეების განმავლობაში ლამბრეხტს გერმანიის შეიარაღებული ძალების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მდგომარეობის გამო აკრიტიკებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები