დავით მათიკაშვილი: „ხალხის ძალის“ შეხედულებას ნამდვილად აქვს არსებობის უფლება – სააკაშვილმა რომ ბევრი რამ იცის და მისი მეხსიერება ბევრ კომპრომატს მალავს, ეს ფაქტია

“ხალხის ძალის“ შეხედულებას ნამდვილად აქვს არსებობის უფლება. სააკაშვილმა რომ ბევრი რამ იცის და მისი მეხსიერება ბევრ კომპრომატს მალავს, ეს ფაქტია. ყველაფერი დანარჩენი არის პოლიტიკური შეხედულებები”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი “ხალხის ძალის” განცხადებას.

მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” არსენალში ყოველთვის არის ისეთი ნაბიჯები და სურვილი, რომ ქვეყანაში არეულობა გამოიწვიონ.

“ეს არის “ხალხის ძალის” მოსაზრება, რომელიც არსებულ ვითარებას ეხება, ეს რომ “ქართული ოცნების” მოსაზრება იყოს, ჩვენ ვისაუბრებდით ამაზე. ეს არის “ხალხის ძალის” შეხედულება, რომელსაც ნამდვილად აქვს უფლება არსებობდეს, ეს არის მათი ხედვა და როგორც სხვა ნებისმიერი პოლიტიკური ძალის ხედვას, პატივი უნდა ვცეთ. ზოგადად, სააკაშვილმა რომ ბევრი რამ იცის და მისი მეხსიერება ბევრ კომპრომატს მალავს, ეს ფაქტია. ყველაფერი დანარჩენი არის პოლიტიკური შეხედულებები. ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც შეუძლიათ ადამიანებს საკუთარი მოსაზრებები გამოხატონ და აქ არც “ხალხის ძალაა” გამონაკლისი.

შემიძლია ცალსახად ვთქვა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” არსენალში ყოველთვის არის ისეთი ნაბიჯები და სურვილი ამ ნაბიჯების გადადგმის, რომ ქვეყანაში არეულობა გამოიწვიონ, რის საშუალებასაც ხელისუფლება არ აძლევს”,- განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, “ხალხის ძალამ” დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია – “სააკაშვილი პატრონებს ემუქრება, რომ 2008 წლის ომთან დაკავშირებით არა მხოლოდ ყველაფერს მოჰყვება, არამედ შესაბამის მტკიცებულებებსაც გაასაჯაროებს, იგივე ეხება რევოლუციის მოსაწყობად სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანის სპეცოპერაციასაც”​.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები