პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა ხუთი საკითხი განიხილეს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციას” შორის „სკრას ქარის” ელექტროსადგურის შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე”, რომლის მიხედვითაც, კომპანიამ 12 თვის განმავლობაში საკუთარი სახსრებით უნდა ჩაატაროს „სკრას ქარის” ელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა.
ელექტროსადგურის ადგილმდებარეობაა გორის მუნიციპალიტეტი, ელექტროსადგურის სავარაუდო დადგმული სიმძლავრე კი 20,7 მგვტ-ს შეადგენს. სავარაუდო წლიური გამომუშავება 85,23 მლნ.კვტ.სთ. სავარაუდო განსახორციელებელი ინვესტიცია კი 23,3 მლნ აშშ დოლარია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები