ბელარუსში რუსეთთან ერთობლივი ტაქტიკური ფრენის წვრთნები დაიწყო
ბელარუსში, რუსეთისა და რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ტაქტიკური ფრენის წვრთნები დაიწყო.
ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
რუსული მხრიდან წვრთნებში მონაწილეობას იღებს საჰაერო კოსმოსური ძალების სამხედრო ფორმირება.
დაწყებული წვრთნების გეგმა გულისხმობს ტაქტიკური დესანტის დაშვების შემუშავებას.
“დაგეგმილია საკითხების ფართო სპექტრის შემუშავება, მათ შორის საჰაერო დაზვერვის წარმოება; სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ საჰაერო სივრცის ერთობლივი პატრულირება; ჯარების დაჯგუფების საჰაერო მხარდაჭერა; სადესანტო ტაქტიკური ჯარების დაშვება; ტვირთის მიწოდება და დაჭრილების ევაკუაცია”,- ნათქვამია მოხსენებაში.