იაპონიაში 6,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

იაპონიაში ოგასავარას კუნძულების სამხრეთ-აღმოსავლეთით 6,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

ქვეყნის მთავარი მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი 400 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ცუნამის საფრთხე არ არის.

მედია წერს, რომ ბიძგები ცხრა პრეფექტურაში იგრძნობოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები