უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დნიპროში 9-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შემდეგ, რუსეთის მოქალაქეებს რუსულ ენაზე მიმართა.
„მინდა ვუთხრა ყველას რუსეთში და ვინც რუსეთიდან არის, ვინც ახლაც ვერ წარმოთქვა ამ ტერორის დაგმობის რამდენიმე სიტყვა, თუმცა მშვენივრად ხედავენ ყველაფერს. თქვენი მხდალი დუმილი, მცდელობა, რომ დაელოდოთ და არ შეიმჩნიოთ მიმდინარე მოვლენები დამთავრდება იმით, რომ ერთ დღეს იგივე ტერორისტები თქვენს წასაყვანადაც მოვლენ. ბოროტება ძალიან მგრძნობიარეა სიმხდალის მიმართ, ბოროტებას ყოველთვის ახსოვს ისინი, ვისაც მისი ეშინია და მასთან ვაჭრობას ცდილობს. და როდესაც ის თქვენთან მოვა, ვერავინ დაგიცავთ“, – თქვა ზელენსკიმ.
14 იანვარს დნიპროში კორპუსის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა, მათგან ორი ბავშვია, 39 მოქალაქის გადარჩენა მოხერხდა.