კახა კალაძე: ვწუხვარ, ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო – ის იყო არაერთი ჯილდოსა და პრემიის მფლობელი, თუმცა მთავარი ის დიდი სიყვარულია, რაც მაყურებელს და მსმენელს დაუტოვა
“ვწუხვარ ცნობილი ქართველი კინომსახიობის, სცენარისტის, ყველასთვის საყვარელი საესტრადო მომღერლის, ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო”,- ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.
კალაძე ბუბა კიკაბიძის ოჯახს თანაგრძნობას უცხადებს.
“დიდია ბუბა კიკაბიძის დამსახურება კინემატოგრაფიაში, ქართული საესტრადო მუსიკის განვითარებაში. იგი იყო არაერთი ჯილდოსა და პრემიის მფლობელი, თუმცა მთავარი ის დიდი სიყვარულია, რაც მაყურებელს და მსმენელს დაუტოვა.
ვიზიარებ ბუბა კიკაბიძის ოჯახის, მისი მეგობრების, ქართული კულტურის წარმომადგენელთა გულისტკივილს”,- წერს კალაძე.
შეგახსენებთ, ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.