“უკრაინელ ჯარისკაცებს სოლედარი არ დაუტოვებიათ” – უკრაინაში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციას უარყოფენ

უკრაინის არმიას სოლედარი არ დაუტოვებია.

ქვეყნის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის წარმომადგენლის, სერგი ჩერევატის თქმით, შეიარაღებული ძალები ისევ ქალაქში იმყოფებიან.

„ბრძოლები მიმდინარეობს უშუალოდ ქალაქში. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინულმა ძალებმა სოლედარი დატოვეს, სიმართლეს არ შეესაბამება, ბრძოლები მიმდინარეობს. დეტალებზე არ ვსაუბრობთ, რომ არ გამოვავლინოთ ჩვენი მებრძოლების ტაქტიკური პოზიცია. მტრის ძალები არემატება, იმიტომ რომ მათ ამ მიმართულებით მაქისმალური ძალები გადაისროლეს. მაგრამ ჩვენი ძალები მაინც ჯერ კიდევ იბრძვიან თავად ქალაქში“, – ამბობს ჩერევატი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში დღეს განაცხადეს, რომ სოლედარზე კონტროლი სრულად, ჯერ კიდევ 12 იანვრის საღამოს დაამყარეს. მათივე მტკიცებით, ქალაქისთვის ბრძოლაში, ბოლო სამი დღის განმავლობაში 700 უკრაინელი სამხედრო მოკლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები