მესამე დღეა სტიქიას ებრძვიან სამეგრელოშიც. ძლიერმა ქარმა ყველაზე მეტად ფოთის, ზუგდიდისა და სენაკის მუნიციპალიტეტები დააზიანა. ნაწილობრივ, ან მთლიანადაა დაზიანებული 600-ზე მეტი კერძო სახლის და 36-ზე მეტი კორპუსის სახურავი. ასევე, 5 საჯარო სკოლის, 5 საბავშვო ბაღის, 2 ამბულატორიისა და10 ადმინისტრაციული შენობის სახურავები.
რეგიონში ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი 100-მდე სოფელი და “ენერგო პრო ჯორჯიას“ ბრიგადების მიერ მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
24-საათიან რეჟიმში მუშაობენ მუნიციპალური სამსახურები, ამოქმედებულია ცხელი ხაზი.
რთული მეტეოროლოგიური მდგომარეობის პარალელურად მიმდინარეობს ზარალის დათვლა.
სტიქიის გამო სენაკში 16 იანვრამდე გადაიდო პრემიერის ინიცირებით გასამართი საახალწლო ღონისძიება.