დაზიანებული კომუნიკაციები და ინფრასტრუქტურა, ახდილი სახურავები – ძლიერმა ქარმა პრობლემები ჩხოროწყუშიც შექმნა

ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტშიც.

მერიის ინფორმაციით, სოფელ ლესიჭინეში დაზიანებულია ელექტროგადამცემი ბოძები და სადენები, მოგლეჯილია ხეები, რამდენიმე საცხოვრებელ სახლზე გადახდილია სახურავი.

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში აქტიურადაა ჩართული მერიის შესაბამისი სამსახურები. ასევე, ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“, სამაშველო სამსახურის, ჩხოროწყუს საგზაო სამმართველოს , ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლების მიერ მიმდინარეობს სალიკვიდაციო ღონისძიებები.

“სტიქიის ადგილზე იმყოფება მუნიციპალიტეტის მერი და სოფლის ხელმძღვანელებთან და მერიის სამსახურებთან ერთად მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ახორციელებს მონიტორინგს.

ყველა შემოსულ შეტყობინებაზე შესაბამისი სამსახურების მიერ ხორციელდება მყისიერი რეაგირება.

მერიაში ამოქმედებულია ცხელი ხაზი. საჭიროების შემთხვევაში,გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: შემდეგ ნომრებზე: 599 85 65 77; 595 51 70 85”, – აღნიშნულია მერიის გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები