რუსეთში “ომიკრონის” ქვევარიანტი “კრაკენია” დაფიქსირებული

რუსეთში კორონავირუსის “ომიკრონის” შტამის ახალი ქვევარიანტი XBB.1.5 აღმოაჩინეს, რომელიც “კრაკენის” სახელით არის ცნობილი. 

ამის შესახებ  როსპოტრებნადზორში განაცხადეს.

შემთხვევა პენზის ოლქში გამოვლინდა.

“კრაკენი” “ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ” (WHO) ყველაზე გადამდებ ვარიანტად 4 იანვარს გამოაცხადა.

ის პირველად შეერთებულ შტატებში ოქტომბერში დააფიქსირეს. მას შემდეგ ქვევარიანტი 30-მდე ქვეყანაში აღმოაჩინეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები