“დღეში 4 საათით გაითიშება” – ოკუპირებულ აფხაზეთში 31 მარტამდე ელექტროენერგიაზე გრაფიკი დაწესდა
ოკუპირებულ აფხაზეთში დღეიდან – 31 მარტამდე ელექტროენერგიის მოხმარებაზე გრაფიკი იმოქმედებს.
ამის შესახებ “ჩერნომორენერგოში” განაცხადეს.
აღნიშნულია, რომ შეზღუდვა უკავშირდება იმას, რომ ელექტროენერგიის მოხმარება კვლავ მაღალ დონეზეა, რის გამოც დეფიციტი იზრდება.
“ჩერნომორენერგოში” განმარტეს, რომ რუსეთს 31 მარტამდე 715 მლნ კვტ.სთ სთხოვეს, თუმცა რუსულმა მხარემ მხოლოდ 600 მლნ კვტ.სთ გამოყო. შედეგად, დეფიციტი 115 მლნ კვტ.სთ შეადგენს.
გარდა ამისა, “ენგურჰესიდან”მოსალოდნელი 300 მლნ კვტ/სთ-დან გამომუშავდება მხოლოდ 250 მლნ კვტ/სთ, რაც დეფიციტს კიდევ 50 მლნ კვტ/სთ ზრდის.
შედეგად გადაწყდა გრაფიკის ამოქმედება 00:00 საათიდან, რომლის მიხედვით ე.წ. რესპუბლიკის მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე, ყოველდღიურად 4 საათის განმავლობაში იქნება.