უკრაინელი ჯარისკაცი CNN-თან საუბარში აცხადებს, რომ ის და მისი თანამებრძოლები კვლავ ქალაქ სოლედარში რჩებიან.
მისი თქმით, ადგილზე სიტუაცია “ძალიან რთულია” და მომდევნო 24 საათი იქნება კრიტიკული.
“აქ რთულია, მაგრამ უფრო ცოცხლები ვართ, ვიდრე ნებისმიერი სხვა. არ დაუჯეროთ იმას, რასაც ისინი ამბობენ. ჩვენ იქ ვუძლებთ. თუმცა პრაქტიკულად დამოუკიდებლად. ხელმძღვანელების გარეშე”, – განუცხადა CNN-ს უკრაინელმა ჯარისკაცმა.
ცნობისთვის, რუსული კერძო სამხედრო კომპანიის “ვაგნერის” ხელმძღვანელმა გუშინ, 10 იანვარს განაცხადა, რომ მათმა ძალებმა “სოლედარის მთელ ტერიტორიაზე” კონტროლი დაამყარეს.