ცხინვალში კერძო სახლი დაიწვა, არის მსხვერპლი, დაშავებულთა შორის, ორი მცირეწლოვანია
ცხინვალში, კულაევის ქუჩაზე გვიან ღამით, კერძო სახლი დაიწვა. მაშველებმა ნანგრევებიდან დაღუპული მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს, დილიდან კი, ქალის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც ადგილობრივი მედია ე.წ. შსს-ზე დაყრდნობით წერს, ხანძრის შედეგად ქალი და მისი ორი მცირეწლოვანი შვილი დაშავდნენ, რომლებიც სხვადასხვა ხარისხის დამწრობით საავადმყოფოში არიან მოთავსებული.
აღნიშნულია, რომ ადგილზე რამდენიმე სახანძრო ბრიგადა მუშაობდა.
არსებული ინფორმაციით, ხანძრის მომენტისთვის სახლში იმყოფებოდნენ ცოლ-ქმარი და მათი შვილები, ასევე მამაკაცის და.