ძლიერი ქარი, თოვა, ყინვა – როგორ ამინდს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში საქართველოში

საქართველოში ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 იანვრამდე აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან მოსალოდნელია ძლიერი თოვა.
შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის გზის მონაკვეთზე დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძალიან ძლიერი (32-34 მ/წმ) ქარი.

“საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია ნისლი, ქარბუქი, ხილვადობის გაუარესება, ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა.

11 იანვარს ღამის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურის -3, -5 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ შესაძლებელია ციტრუსოვანი კულტურების (განსაკუთრებით ლიმონის) დაზიანება, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი ტემპერატურის -8, -10 გრადუსამდე დაწევამ თოვლის საფარის გარეშე დარჩენილი საშემოდგომო ნათესების დაზიანება გამოიწვიოს”, – აცხადებენ სააგენტოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები