სირიაში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. რწმუნებული იემენის საელჩოს მრჩეველს შეხვდა და ე.წ. საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგზე ისაუბრა

სირიაში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საქმეთა დროებითი რწმუნებული, მოჰამედ ალი, სირიაში იემენის საელჩოს მინისტრ-მრჩეველს, რადვან ალი ალ-ჰაიმს შეხვდა.

ამის შესახებ ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება.

ალ-ჰაიმმა იემენში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო იემენის ჰუმანიტარულ საკითხს.

თავის მხრივ, მუჰამედ ალიმ იმედი გამოთქვა, რომ მოხდება მშვიდობის უსწრაფესი დამყარება და იემენში ჰუმანიტარული სიტუაციის მოგვარება. მან ასევე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგზე ისაუბრა.

2022 წლის ივნისში იემენმა ოკუპირებულ აფხაზეთს ორმხრივი ე.წ. აღიარება და ე.წ. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება შესთავაზა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები