გია ვოლსკი – ყარალაშვილის მუქარაზე: ეს არის „ნაცმოძრაობის“ ხელწერა, სისხლისღვრა მათი მხრიდან არაერთხელ იყო განცხადებული

ეს არის „ნაცმოძრაობის“ ხელწერა, სისხლისღვრა მათი მხრიდან არაერთხელ იყო განცხადებული, – ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც უკრაინაში მყოფი „ნაცმოძრაობის“ აქტივისტების მუქარას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ეს მუქარა „სულით არაქართველის მიერ გაკეთებული განცხადებაა“.

„ეს არის არაქართველის მიერ გაკეთებული განცხადება, სულით არაქართველის მიერ, იმ ადამიანის მიერ, ვისაც შეუძლია თავის ქვეყანას მიაყენოს ზარალი მხოლოდ იმისთვის, რომ რომელიღაც პოლიტიკურმა პარტიამ გაიმარჯვოს და უპირატესობა მიიღოს პოლიტიკური ბრძოლის ველზე. არანაირი საგარეო პოლიტიკის ცვლილება არ არსებობს. არსებობს ერთადერთი მიზანი – გადავარჩინოთ საქართველო დესტაბილიზაციას. ეს ხალხი აგრესიით გვემუქრება“, – აცხადებს ვოლსკი.

უკრაინული ლეგიონის ქართველი მეთაურმა ნოდარ ყარალაშვილმა და ჯაბა წულაძემ სოციალურ ქსელებში ვიდეო გაავრცელეს, რომელშიც საქართველოში ტანკებით შემოსვლით დაიმუქრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები