ზელენსკი: დონბასისთვის ბრძოლა გრძელდება – ოკუპანტების უდიდესი ძალისხმევა სოლედარზეა მიმართული

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსი ოკუპანტების უდიდესი ძალისხმევა ამჟამად, სოლედარისკენაა მიმართული.

მისი თქმით, უკრაინამ მეომრების სიმტკიცის წყალობით, სოლედარში დამატებითი დრო და ძალები მოიგო.

„ბრძოლა დონბასისთვის გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ ოკუპანტების უდიდესი ძალისხმევა სოლედარზეა კონცენტრირებული, ამ რთული და ხანგრძლივი ბრძოლის შედეგი მაინც იქნება ჩვენს მიერ მთელი დონბასის გათავისუფლება. მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს მებრძოლს, ვინც იცავს ბახმუტს და მაქსიმალურ სიმტკიცეს ავლენს. მადლობა ყველა მებრძოლს სოლედარში, რომლებიც უძლებენ ოკუპანტების უფრო და უფრო ძლიერ თავდასხმებს.

ძალიან რთულია – იქ კედლები მთელი თითქმის არ დარჩენილა. სოლედარში ჩვენი მეომრების სიმტკიცის წყალობით, ჩვენ მოვიგეთ უკრაინისთვის დამატებითი დრო და დამატებითი ძალები. რისი მოგება სურდა იქ რუსეთს? იქ ყველაფერი დანგრეულია, სიცოცხლე თითქმის არ დარჩა. მათი ათასობით ადამიანი დაკარგულია: სოლედართან მთელი მიწა სავსეა დამპყრობლების ცხედრებით და დარტყმების იარებით. ასე გამოიყურება სიგიჟე“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები