ბრაზილიაში, სამთავრობო უწყებებზე შტურმის შედეგად, 1 500-მდე ადამიანია დაკავებული

Protesters, supporters of Brazil's former President Jair Bolsonaro, clash with police as they storm the Planalto Palace in Brasilia, Brazil, Sunday, Jan. 8, 2023. Planalto is the official workplace of the president of Brazil. (AP Photo/Eraldo Peres)

ბრაზილიის იუსტიციისა და უსაფრთხოების მინისტრის, ფლავიო დინოს განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს მხარდამჭერების მიერ კონგრესისა და სხვა სამთავრობო უწყებების შტურმის შემდეგ დაკავებულთა რაოდენობა საერთო ჯამში 1 500-ს უახლოვდება.

მისი თქმით, ფედერალურმა პოლიციამ 40 ავტობუსი დააკავა, რომელთაგან ერთ-ერთში ცეცხლსასროლი იარაღი აღმოჩნდა.

როგორც მან აღნიშნა, მთავრობა მოსახლეობას მომხდარის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას სთხოვს. აღნიშნულთან დაკავშირებით, უკვე 13 000 ელექტრონული წერილია მიღებული.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს მხარდამჭერები ქვეყნის სამთავრობო უწყებებს თავს დაესხნენ. ბოლსონარუ და მისი ულტრამემარჯვენე პოლიტიკის მხარდამჭერები უარს ამბობენ არჩევნების შედეგების აღიარებაზე, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტის თანამდებობა ლულა და სილვამ გადაიბარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები