გიორგი ამაშუკელი სომხურ დელეგაციას შეხვდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ამაშუკელი, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, ვაჟა ფანჩულიძე და ამავე დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ნუგზარ გასვიანი სომხეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის მოადგილეს, არტურ არაკელიანს და მის თანმხლებ პირებს შეხვდნენ.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა სომხეთსა და საქართველოს შორის დამაკავშირებელი საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზების პერსპექტიული განვითარების საკითხებზე ისაუბრეს.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული გზები, სამომავლოდ, ტრანზიტული ფუნქციის შესრულებას მაქსიმალურად უზრუნველყოფს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები