სამეფო უბნის თეატრში სეზონი „ტროელი ქალებით“ გაიხსნება

17 სექტემბერს, 20 საათზე, სამეფო უბნის თეატრი სეზონს გახსნის. წარმოდგენილი იქნება „ტროელი ქალები“.
თეატრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ევრიპიდეს ლეგენდარული „ტროელი ქალების” დეკონსტრუქცია პირველ პირში გვიამბობს ომგამოვლილ ქართველ ქალთა ისტორიებს 1990-იანი წლებიდან დღემდე. მათი მონათხრობი, სპექტაკლის უმთავრეს ნაწილს შეადგენს, მასში ნათლად იკვეთება, რომ ქალთა მიმართ ძალადობის მანკიერი სურვილი საუკუნეების მანძილზე, ტროას ლეგენდარული ომიდან დღემდე, უცვლელი რჩება – ქალთა საჭიროებები ომის დროს იგნორირებულია, მათ ჩივილს არავინ უსმენს.
მონაწილეობენ: კატო კალატოზიშვილი, ნატუკა კახიძე, მაგდა ლებანიძე, სალომე მაისაშვილი, ქეთა შათირიშვილი.
„სამეფო უბნის თეატრი ყოველთვის სთავაზობს თავის მაყურებელს შესანიშნავ, ჭკვიანურ, ლამაზ და ესთეტიკურად დამუშავებულ თეატრს მნიშვნელოვან თემებზე, მაგრამ „ტროელი ქალები” ბევრად აღემატება ყველაფერს, რაც აქამდე მინახავს“!..
„ეს არის უსაზღვროდ ლამაზი სპექტაკლი, მაგრამ ესთეტიკა არ დგება მსახიობებსა და მაყურებელს შორის! „ტროელი ქალები” დროის მიღმაა, მაგრამ ამავდროულად, გამანადგურებლად აქტუალური
სპექტაკლია“!  EXPRESSEN [შვედეთი]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები