გიორგი ცაგარეიშვილი: ყველამ კარგად უნდა შეიგრძნოს და გაიგოს, რომ სააკაშვილი არ არის უკანონო პატიმარი
„ყველამ კარგად უნდა შეიგრძნოს და გაიგოს, რომ სააკაშვილი არ არის უკანონო პატიმარი. სააკაშვილი გასამართლებულია 2 მძიმე დანაშაულზე, მას მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა და იგი ახლა იხდის სასჯელს”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საზოგადოება საბოლოო ვერდიქტს უნდა დაელოდოს.
“დაველოდოთ, სასამართლო სხდომების დასრულებას და საბოლოო ვერდიქტის გამოქვეყნებას, რომლის უფლებაც მხოლოდ მოსამართლე არველაძეს აქვს, სხვა არავის, არცერთ პოლიტიკოსს ან ადამიანს, რომელიც მეტად ან ნაკლებადაა ჩართული ამ მოვლენებში“,- განაცხადა ცაგარეიშვილმა.