ბრაზილიის უზენაესმა სასამართლომ ეროვნული კონგრესის, უზენაესი სასამართლოს შენობისა და პრეზიდენტის სასახლის შტურმისთვის 30 პირი დააპატიმრა, კიდევ 400 დემონსტრანტი დაკავებულია.
CNN Brazil-ის ცნობით, მათ 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
სამართალდამცავებმა არეულობის დაგეგმვა დააფიქსირეს.
შენობების დარბევა ქვეყნის ახალი პრეზიდენტის, ლულა და სილვას ინაუგურაციიდან ერთი კვირის შემდეგ მოხდა. ბოლსონარუ და მისი ულტრამემარჯვენე პოლიტიკის მხარდამჭერები უარს ამბობენ არჩევნების შედეგების აღიარებაზე.
ფედერალური უზენაესი სასამართლოს შენობაში დემონსტრანტებმა დაანგრიეს სასამართლო დარბაზი და მოიპარეს მოსამართლეთა მანტიები.
დაკავებულები ავტობუსით პოლიციის განყოფილებაში გადაჰყავთ.