ტაივანის საჰაერო თავდაცვის ზონაში ჩინეთის მოიერიშე თვითმფრინავები და სტრატეგიული ბომბდამშენები შეიჭრნენ
ტაივანს, გასული დღის განმავლობაში ჩინეთის 57 თვითმფრინავი და ოთხი ხომალდი მიუახლოვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ტაივანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„8 იანვრის დილის 6:00 საათიდან 9 იანვრის დილის 06:00 საათამდე, ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის 57 თვითმფრინავი და ოთხი ხომალდი ტაივანის გარშემოა დაფიქსირებული“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან აღნიშნულია, რომ 28 თვითმფრინავი კუნძულის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში შევიდა, მათ შორის სამი დრონი BZK-005; ექვსი J-11 გამანადგურებელი; ორი Su-30, 12 J-16 და ორი J-10; ორი H-6 სტრატეგიული ბომბდამშენი და KJ-500 შორ მანძილზე რადარის აღმოჩენისა და კონტროლის თვითმფრინავი.
ტაივანმა საპასუხოდ სიტუაციის მონიტორინგისთვის საჰაერო და საზღვაო პატრული გაგზავნა, ასევე სახმელეთო სარაკეტო სისტემები განათავსა.