“რუსები ყირიმიდან გასაქცევად არიან მზად” – მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ ყირიმის განთავისუფლება დროის საკითხია და რუსეთი დატოვებს ტერიტორიას მაშინ, როგორც კი ყირიმი უკრაინის ცეცხლის სრულ კონტროლს დაექვემდებარება.

ამის შესახებ მან უკრაინის მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

“თუ ჩვენ გავათავისუფლებთ ლუგანსკის, დონეცკის ან ზაპოროჟიეს რეგიონების ტერიტორიას, მაშინ ყირიმი უკრაინის სრული საცეცხლე კონტროლის ქვეშ მოექცევა. მე არ მესმის, რას იზამენ იქ რუსები. ისინი ხომ გააცნობიერებენ, რომ გაქცევის დროა. იმიტომ, რომ რუსეთი უკვე გასაქცევად არის მზად. უბრალოდ ისინი ჯერ ალკოჰოლური ინტოქსიკაციის მდგომარეობიდან არ არიან გამოსულები. შემდეგ გამოვლენ, მიმოიხედავენ და მიხვდებიან: ან გაიქცევი, ან მოკვდები”, – თქვა პოდოლიაკმა.

მისი თქმით, არ არის აუცილებელი, რომ უკრაინელმა ბავშვებმა, რომლებიც დღეს სამალავებში იმყოფებიან, 3-5 წელიწადში კიდევ ერთი ფასი გადაიხადონ.

“რომ სახელმწიფოს არსებობის უფლებისთვის დაიღუპონ. ამიტომ, დღეს ჩვენ გავაფორმეთ ასეთი „კონტრაქტი“ – ან დღეს ბოლომდე მივდივართ და ჩვენი შვილები იცხოვრებენ მაგარ ქვეყანაში, ან სხვა ადგილი უნდა ვეძებოთ ცხოვრებისთვის, რადგან მაშინ უკრაინა არ იქნება”,- დასძინა მან.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები