ჯო ბაიდენი მართლმადიდებელ ქრისტიანებს შობის დღესასწაულს ულოცავს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მართლმადიდებელ ქრისტიანებს შობის დღესასწაულს ულოცავს.

ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.

„მე და ჯილი მშვიდობიან და სასიხარულო შობას ვუსურვებთ მართლმადიდებელ ქრისტიანებს მთელ მსოფლიოში. ამ წმინდა დღესასწაულზე ჩვენ აღვნიშნავთ რწმენის ძალას, რომელსაც შეუძლია სამყაროს შეცვლა. ვუერთდებით ჩვენს მართლმადიდებელ ქრისტიან დებსა და ძმებს, ვლოცულობთ ღვთის ყველა შვილისთვის ამ ახალ წელს“, – დაწერა ბაიდენმა.

მართლმადიდებელი სამყარო 7 იანვარს ქრისტეს შობის დღესასწაულს ზეიმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები