მოსკოვი, სანქტ-პეტერბურგი და სხვა დიდი ქალაქები – რუსეთში 15 იანვრიდან, შესაძლოა მობილიზაციის მეორე ტალღა გამოცხადდეს

რუსეთში 15 იანვრიდან, შესაძლოა მობილიზაცია გაგრძელდეს, – განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა, ანდრეი ჩერნიაკმა.

მისი თქმით, რუსეთის ჯარში დამატებით შესაძლოა, კიდევ ნახევარ მილიონამდე ადამიანის მობილიზება მოხდეს და ამჯერად, პირველი “ნაწილობრივი” მობილიზაციისგან განსხვავებით, რომლის დროსაც მამაკაცები ძირითადად, ღარიბი რეგიონებიდან და პატარა ქალაქებიდან მიჰყავდათ, გამოძახება შეეხება მოსკოვს, სანქტ-პეტერბურგს და რუსეთის სხვა დიდ ქალაქებს.

აღსანიშნავია, რომ რუსეთში მობილიზაციის ახალ ტალღას უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ალექსი რეზნიკოვი ჯერ კიდევ 30 დეკემბერს პროგნოზირებდა. მინისტრი ამბობდა, რომ ამჯერად რუსეთის საზღვრების ჩაკეტვაც მოხდებოდა.

დეკემბერში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მობილიზაციის მეორე ტალღა არ მოხდება, რადგან “ამის აუცილებლობა არ არის”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები