უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელებს შობის დღესასწაული მიულოცა.
როგორც სახელმწიფოს მეთაურმა საშობაო ვიდეომიმართვაში აღნიშნა, დღეს უკრაინული ოჯახები ერთიანია როგორც არასდროს.
„ვულოცავ მილიონობით უკრაინულ ოჯახს, რომლებიც დღეს შობის ღამის გასატარებლად და პირველ ვარსკვლავთან შესახვედრად ერთად იკრიბებიან. იგი ქრისტეს შობას მოასწავებს. ეს არის ჰარმონიისა და ოჯახის ერთიანობის დღესასწაული.
ჩვენ ყველანი ერთად დიდი უკრაინული ოჯახი ვართ და სადაც არ უნდა ვიყოთ ახლა – სახლში, სამსახურში, სანგარში, გზაში, უკრაინაში თუ საზღვარგარეთ – ჩვენი ოჯახი ისეთივე ერთიანია, როგორც არასდროს. ერთიანი გამარჯვების რწმენით.
დაე, ჰარმონია მოვიდეს ყველა ოჯახში, კეთილდღეობა ყველა სახლში, გამარჯვება უკრაინულ მიწაზე და მასთან ერთად – მშვიდობა და კეთილდღეობა ათასობით წლის განმავლობაში. გაუფრთხილდით საკუთარ თავს, გაუფრთხილდით საკუთარ ოჯახებს, გაუფრთხილდით ჩვენს უკრაინას! ქრისტე იბადება! განადიდეთ იგი!“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.