გიული ალასანიას ყველა განცხადებას სერიოზულობა აკლია, მიმართულება, რომელიც მან აირჩია, არ არის საუკეთესო პატიმრის ინტერესებისათვის – გიორგი ვოლსკი
გიული ალასანიას ყველა განცხადებას სერიოზულობა აკლია. მიმართულება, რომელიც მან აირჩია, არ არის საუკეთესო პატიმრის ინტერესებისათვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
„დღეს მათ ხელთ არ აქვთ მექანიზმები, რომ მუქარა აასრულონ. აქედან გამომდინარე, მხოლოდ განცხადებების იმედად რჩებიან. მათი გეგმა იგივეა, არ შეცვლილა, განვითარდეს იგივე პროცესები, რომელიც დესტაბილიზაციას შეუწყობს ხელს. მათ შორის, არის ის განცხადება, რომელიც გიული ალასანიამ გააკეთა თუმცა, მის ყველა განცხადებას სერიოზულობა აკლია. მიმართულება, რომელიც მან არჩია, არ არის საუკეთესო პატიმრის ინტერესებისათვის. იგი უნდა ურჩევდეს, რომ დაექვემდებაროს მკურნალობას, თავი დაანებოს თვითდაზიანებას“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
გიული ალასანია პირობას დებს, რომ ყველა ის ადამიანი დაისჯება, რომლებიც უარს ამბობენ პატიმრის სამკურნალოდ გადაყვანაზე. ექსპრეზიდენტის დედა კონკრეტულ გვარებს არ ასახელებს, თუმცა აცხადებს, რომ მის შვილს “წელიწადი და სამი თვეა კოლექტიურად კლავენ”.