სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პატრიარქს 90 წლის იუბილე მიულოცა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს 90 წლის იუბილე მიულოცა.
„თქვენო უწმინდესობავ, ჩემი და საქართველოს თითოეული მოქალაქის სახელით გილოცავთ 90 წლის იუბილეს.
ვუსურვებ საქართველოს, უფლის შეწევნით კიდევ მრავალ წელს ედგეთ სათავეში საქართველოს ეკლესიას.
უდიდესი პატივისცემით და სიყვარულით, სალომე ზურაბიშვილი“, – ნათქვამია პრეზიდენტის მილოცვის ტექსტში.