„თბილისი გალერეაში“ ევაკუაცია გამოცხადდა

„თბილისი გალერეაში“ ევაკუაცია გამოცხადდა.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, ევაკუაციის მიზეზი ხანძარი გახდა, რომელიც ელექტროგაყვანილობამ გამოიწვია.

„ერთ-ერთ ობიექტში სადენებს გაუჩნდა ცეცხლი, რის გამოც მოხდა დაკვამლიანება და ჩაირთო ავტომატური ევაკუაცია. ამ ეტაპზე შენობა სრულად დაცლილია. ყველა მომხმარებელი გარეთ უსაფრთხოდ გამოვიდა. ამ მომენტში რადგან შენობაში მცირედი დაკვამლიანება მაინც არის, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე მომხმარებლებს შიგნით არ ვუშვებთ, სანამ სრულად არ გაიწმინდება შენობა. ცეცხლის კერის ლოკალიზება ძალიან მალე მოხდა და ამ ეტაპზე სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება“, – განაცხადა კომუნიკაციების სამსახურის უფროსმა ნინი ადუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები