„მხოლოდ ხუთი დღე“ – პრემიერა თავისუფალ თეატრში

8, 10 იანვარს, 19:00 საათზე, თავისუფალ თეატრში, ორმოქმედებიანი დრამის  „მხოლოდ ხუთი დღე“ პრემიერა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, სპექტაკლის რეჟისორია: თომა ათანელიშვილი; პიესის ავტორი: ირაკლი სოლომანაშვილი; მხატვარი: ელენე მეგრელიშვილი;  რეჟისორის ასისტენტი: რუსუდან შოშიტაშვილი.
მთავარ როლებში: თორნიკე – გიორგი ტაბიძე; ქეთი – ნინო ლომიძე;  ნელი – ნინო კიკაჩეიშვილი.
როლებში: ნოდარი – არჩილ ბარათაშვილი;  ნუგზარი – გიორგი ცერცვაძე; ნინო – ანა ლევენეცი;  თემო – ოთარ აშკარელი; თალიკო – მარიამ მღებრიშვილი.
სპექტაკლში დასმულია საჭირბოროტო კითხვები: როდის ხდება ტყუილი დამღუპველი? ვინ შეიძლება გახდეს ტყუილის მსხვერპლი? ან, საერთოდ, რას ნიშნავს იყო „ტყუილის მსხვერპლი?” ნათქვამია: როდესაც სიმართლეს ვამბობთ, ჩვენ არაფერი გვაქვს დასაკარგი. ხოლო, როცა ვიტყუებით, შეიძლება ყველაფერი დავკარგოთ… სიყვარული, თუნდაც ყველაზე ძლიერი, განწირულია განადგურებისთვის, თუ მას სათავეში ტყუილი უდევს… რატომ ხდება ასე?… რა არის ამის მიზეზი?… და სად არის გამოსავალი?
სპექტაკლი დაიდგა თბილისის მერიის მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები